среда, 28 мая 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას, გავითვალისწინეთ შენიშვნები.შევავსეთ შევასებისა და პორტფოლიოს რუბრიკები.

მე-5 და მე-6 დღის რეფლექსია

განვიხილეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები და ერთმანეთს გავუზიარეთ შენიშვნები, რაც კიდევ ერთხელ დაგვეხმარება სასწავლო პროექტის გეგმის შედგენის გაუმჯობესებაში. გავეცანით ინტერნეტრესურსებს,რომელთაც გამოვიყენებთ პროექტის განხორციელებაში და პორტფოლიო შევავსეთ საჭირო რესურსებით. ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე, ამის შემდეგ საავტორო უფლებების შაბლონი შვავსეთ. ბოლოს შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-პროექტის პრეზენტაცია. ტრენინგმა ნაყოფიერად ჩაიარა.

понедельник, 12 мая 2014 г.

მეოთხე დღის რაფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღემ ჩემთვის საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.მოვისმინე ბევრი ისეთი რამ,რაც დამეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო პროექტების დაგეგმვაში,მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია.

воскресенье, 11 мая 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს ტრენერი გვესაუბრა განახლებულ ბლუმის ტაქსონომიაზე,მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე.გაგვაცნო პროექტის მოთხოვნები.ინტერნეტიდან შევაგროვეთ მასალები,რაც პროექტის გეგმების შედგენაში დაგვეხმარება.დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

суббота, 10 мая 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

უკვე ორი დღეა ვესწრები ინტელის საგანმანათლებლო ტრენინგს.ტრენერი ჩემთვის ნაცნობია მეორე დონის ტრენინგებიდან.ამიტომ ვიცი,რომ ეს ტრენინგი ჩემთვის წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის სილაბუსს. მივხვდი,თუ რა დიდი როლი უჭირავს სასწავლო პროცესში პროექტებით სწავლებას. გავეცანი XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს და დარწმუნებული ვარ ეს ტრენინგი დამეხმარება ამ უნარ-ჩვევების განვითარებაში. ტრენინგის მეორე დღეს მოვისმინეთ პროექტების საინტერესო იდეები,რომლებიც წარმოადგინეს ტრენინგის მონაწილეებმა. ტრენერმა დაგვანახა თუ რა მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლების დროს პუბლიკაციების მომზადება.გაგვაცნო თუ როგორ დავგეგმოთ პუბლიკაცია. შევეცადეთ გაგვეკეთებინა ბუკლეტი ჩვენი პროექტის შესახებ. გავეცანით ბლოგების დანიშნულებას,გამოყენებას და მის დიდ როლს წსავლების ხარისხის ამაღლებაში. ტრნინგის მეორე დღემაც საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა,იმედი მაქვს მომავალი დღეებიც ასეთივე იქნება.